დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა.

აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 432 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირი.

ეპიდემიოლოგები და მთავრობის წევრები ხაზგასმით აღინიშნავენ, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა.