

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდებას დღეიდან აახლებს.
ინფორმაციას სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.
უწყების ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით.
იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.
ამასთანავე, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:
რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლეობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.
სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,