

სკოლიდან შორს მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალ სასწავლო წელს გაიზრდება სასკოლო ავტობუსებით მოსარგებლე სკოლათა რაოდენობა. ამ მომსახურებით წელს პირველად ისარგებლებენ წიფის, ბაზალეთის, ნადაბურის, წყალაფორეთის, ზვარის, ლეღვნისა და საღანძილის საჯარო სკოლების მოსწავლეები, – აღნიშნა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლის დირექტორებთან 18 აგვისტოს გამართულ თათბირზე.
მისივე თქმით, გასულ სასწავლო წელს მოქმედი სასკოლო ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მოსწავლეთა მომსახურებას. „სკოლების მოთხოვნები მარშრუტების დამატებაზე ვერ დაკმაყოფილდა, გარდა ერთისა. მხოლოდ ხიდრის სკოლას დაემატება სასკოლო ავტობუსის მეორე მარშრუტი,“ – ამბობს რესურსცენტრის უფროსი.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, მძღოლს არ აქვს უფლება, სასკოლო ავტობუსებით გადაიყვანოს მშობლები, მასწავლებლები, მგზავრებისგან აიღოს მგზავრობის საფასური ან სკოლაში მოსწავლე მიიყვანოს სასწავლო პროცესის დაწყებიდან ერთი საათით ადრე.
მოსწავლე სკოლაში უნდა იყოს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უადრეს 25 წუთისა და არა უმცირეს 5 წუთისა.
სასკოლო ავტობუსებით მომსახურებისთვის ჩატარდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია დაასაქმებს მძღოლებს.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,