

ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლის დირექტორებთან თათბირზე 18 აგვისტოს გაავრცელა,– ყველა მათგანს 18-დან 20 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ დარეგისტრირდნენ საიტზე www.directors.mes.gov.ge და გაიარონ რეგისტრაცია. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. რეგისტრაციისათვის საჭიროა სამოტივაციო წერილი, ორი ფოტოსურათი, პირადობის მოწმობისა და სერთიფიკატის ასლები. რეგისტრაციის დასრულებიდან ხუთი დღის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეტაპობრივად გამოაქვეყნებს გასაუბრების განრიგსქალაქებისა და რეგიონების მიხედვით. გასაუბრების ეტაპის გავლის შემდეგ დირექტორს აირჩევს სამეურვეო საბჭო.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 18 აგვისტოს დაიწყო ორდღიანი ტრენინგები სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის. ტრენინგებზე მთავარი ყურადღება სწორედ სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს დაეთმობა.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,