„წლევანდელი სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს დამთავრდება, პირველ კლასელებისთვის 27 მაისს და დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი – 15 ივნისს. აბიტურიენტებისათვის დისტანციური გაკვეთილები და აბიტურიენტის საათი 15 ივნისამდე შენარჩუნდება.“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოსწავლეთა შეფასებაა. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ მოსწავლეები პირველ სემესტრში მიღებული ქულებით შეფასდებიან. თუმცა ზოგიერთმა სკოლამ გამოთქვა სურვილი, რომ მოსწავლეები დისტანციური სწავლების შედეგად შეაფასონ.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და ჩვენი დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებით შეფასების ახალი მეთოდი შევიმუშავეთ. ახალი მოდელი თითოეულ მოსწავლეზეა ორიენტირებული და ამავე დროს, აკადემიური სტანდარტი შენარჩუნებულია. საუბარია განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე. განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლე; განმსაზღვრელი შეფასება კი იგივეა, რაც ნიშანი.

-„ბევრმა სკოლამ დააფიქსირა სურვილი, დისტანციური სწავლების ფორმით მიწოდებული განათლება შეფასდეს და ეს ალტერნატივაც გვაქვს. ორივე სემესტრში მიღებული საშუალო არითმეტიკული იქნება წლიური ქულა. ცალკე უნდა აღინიშნოს მე-5 კლასელების მდგომარეობა, რადგან მათი  განმსაზღვრელი შეფასება მე-2 სემესტრიდან იწყებოდა. ამ შემთხვევაში დისტანციურად მიღებული სწავლების შედეგად შეფასდებიან ისინი და ასე მოხდება მათი წლიური ქულის დადგენა“, – განაცხადა მინისტრმა.

იგი ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებს და აღნიშნა, რომ  ერთ სივრცეში მოთავსებული იქნება არაუმეტეს ათი აბიტურიენტისა. მომზადებული იქნება სპეციალური პროტოკოლი, რომლის შესახებაც განაცხადებენ ივნისში, გამოცდების თარიღების გამოცხადებისას.

„ივნისშიმთელ მსოფლიოში ეპიდსიტაციის უკეთესი სურათი იქნება და ყველა დეტალი ამის მიხედვით შემუშავდება“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრმა ისაუბრა სტუდენტთა ფინალურ გამოცდებზეც: „ყველაზე მნიშცნელოვანი საკითხი სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდებია. გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე ჩატარდება. საბაკალავროსა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სტუდენტსა და ლექტორს შორის შეთანხმების საფუძველზე შედგება“.