

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 15 მაისს დაიწყო. ეს პროცესი 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
300-ლარიანი დახმარების მისაღებად 2020 წლის აპრილიდან პირს შემოსავალი არ უნდა უფიქსირდებოდეს.
თვითდასაქმებულმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (moh.gov.ge) უნდა გაიაროს და სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს. რეგისტრაციისას მათ უნდა მიუთითონ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომრები.
ყველა ის თვითდასაქმებული, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის, მიკრობიზნესი და ინდმეწარმის სტატუსი, ან ფიქსირებულად დასაბეგრ საქმიანობას ეწევა, არ დასჭირდებათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ისინი კომპენსაციის მისაღებად შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე eservices.rs.ge მიიღებენ. განცხადების დამუშავება და კომპენსაციის დარიცხვა 10 დღის ვადაში მოხდება.
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან 6 კვირის ვადაში უნდა ატვირთონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს:
გარდა ამისა, შესაძლებელია
საკითხზე გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მიიღებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ თანხა 10 დღეში ჩაერიცხებათ.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო