

საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით აღარ მიმართოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაწესებული შეზღუდვების სრულად და ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს.
„შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ეპიდემიოლოგების აზრით აუცილებელია იმისთვის, რომ რისკების კონტროლის მაღალი დონე შევინარჩუნოთ, დარჩება. პარლამენტთან ერთად დავიწყებთ მსჯელობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ეპიდემიოლოგიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,