კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN საგრანტო კონკურსს „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ აცხადებს.

კონკურსი, პროექტის ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის ფარგლებში ცხადდება და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანი ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და სოფლის განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების ჩართვა  იქნება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სსსმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, ეკომიგრანტების ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით მათი უშუალო მონაწილეობა  იქნება“ –  აღნიშნულია forestry.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს, სკოლის ეკოკლუბებს, სკოლებს, ბავშვთა თავშესაფრებს, დღის ცენტრებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებსა და პროფესიულ საგანმათლებლო დაწესებულებებს შეუძლებათ.

„ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ – საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების გაცნობა მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.