

საქართველოს მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან ტურისტული თვალსაზრისით მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ინფორმაციით, პირველად ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.
„რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,