
ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა.
სკოლები თუ უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ მეთოდებზე გადავიდნენ. თუმცა დისტანციურად ცეკვის ილეთების სწავლა არც ისე მარტივია.
როგორ საქმიანობენ პანდემიის დროს ქორეოგრაფიული ანსამბლები, ამის გასარკვევად ხარაგაულელ ქორეოგრაფებს დავუკავშირდით.
„უბისის“ ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მეცადინეობებს სკოლებᲨი სწავლის დაწყებამდე ვერ განაახლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი თვე გაგვიცდა, ჩვენი სტუდიის მოსწავლეები კლასიდან კლასში მაინც გადავლენ. გაცდენილ დროის ასანაზღაურებლად დამატებით მეცადინეობებს დავნიშნავთ. თუ პანდემიამდე ჩემი მოსწავლეები კვირაში ორი დღე დადიოდნენ ცეკვაზე, ახლა შევეცდები, კვირაში სამ დღეს ვამეცადინო“, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.
„მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვთ საშუალება, დისტანციურად დავუკავშირდე და მათთვის ახალი მასალების მიწოდება შევძლო. ამიტომ დროებით გაჩერებულები ვართ. იმედი მაქვს, სექტემბრიდან მეცადინეობების განვაახლებთ და დაკარგულ დროს დამატებითი გაკვეთილებით ავანაზღაურებთ“, – ამბობს ანსამბლ „საუნჯეს“ ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე.
ქორეოგრაფები თავიანთ მოსწავლეებს სახლში ცეკვის ილეთების დახვეწასა და აქტიურ ვარჯიშს ურჩევენ.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი