გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მუნიციპალიტეტებში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების თანმშრომელთა მასობრივი ტესტირება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გვპასუხობს, რომ ასეთი ტიპის მასობრივი ტესტირება მარეულში უკვე განხორციელდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირება უტარდება ყველა შესაძლო ინფიცირებულს, ცხელების ცენტრში შეყვანილ ყველა პაციენტს, პნევმონიით დაავადებულ ყველა პირს,  სამედიცინო პერსონალს, კარანტინიდან გამოსულებს, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფებს.

– მეორე ეტაპზე იგეგმება, პირველ რიგში, აფთიაქების თანამშრომლების ტესტირება, მაგრამ ჯერ არ შევჯერებულვართ, რა მეთოდით. ამის შესახებ ინფომაციას პერიოდულად მოგაწვდით, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – მარნეულის მაგალითმა აჩვენა და ეს დამაიმედებელია, რომ სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. თუ ჰიგიენური ნორმები იქნება დაცული, მაღაზიებში მიმსვლელებიც დაცულნი იქნებიან.