

იქ, სადაც ათეული წლების წინ ზვარეს ბანაკი ფუნქციონირებდა და უამრავი ბავშვი, არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, ისვენებდა, 6 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით კარვების ბანაკი იყო გაშლილი.
ხარაგაულის ტურიზმის სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ჭიპაშვილის, ინიციატივით სწორედ ზვარის ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედებდა კარვების ბანაკი, სადაც
სამ ნაკადად 160-მდე უფროსკლასელმა და პირველკურსელმა დაისვენა. გავიცანით და დავუმეგობრდით თანატოლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. ბანაკში იმყოფებოდნენ ასევე თბილისელი, რუსთაველი ახალგაზრდები, ჩვენი თანატოლები კახეთიდან.
შთამბეჭდავია მთაში, კარვებში ცხოვრება უამრავი სპორტული, გასართობი თუ შემეცნებითი შეჯიბრის თანხლებით. ბანაკის ორგანიზატორებმა ჯგუფებად დაგვყვეს. ჯგუფებში ლიდერები ავირჩიეთ. ყოველ საღამოს ვანთებდით უზარმაზარ კოცონს, რომლის გარშემოც ვმღეროდით, ვხალისობდით და ვერთობოდით.
ბანაკში გვესტუმრენ საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და ამ სამსახურის თანამშრომლები. მათთვის ექსპრომტად გავმართეთ კონცერტი… სტუმრები ემოციებს ვერ მალავდნენ.
თუ ვინმეს არ გინახავთ, ენით აუწერელი ბუნებაა ზვარეს ბანაკის ტერიტორიაზე, ულამაზესი ფიჭვნარი… და შუაგულში ჩვენი ფერად-ფერადი კარვები…
მადლობა ზვარეს კარვების ბანაკის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ზაფხულის ულამაზესი დღეები გვაჩუქეს.
ანი ჭიპაშვილი
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,