კოვიდ 19-ის სწრაფმა გავრცელებამ მსოფლიოს დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა.

გადაიდო სხვადასხვა ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ფილმის პრემიერები.

ადამიანები სახლში დარჩნენ და უფრო მეტი დრო გამოუჩნდათ. ამიტომ ჩვენს მკითხველს ვურჩევთ 15 საინტერესო ფილმს, რომელიც დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

  1. ჯოი – რეჟისორ დევიდ ო. რასელის 2015 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ერთი ოჯახის ოთხი თაობის ქალების ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება რთულია, რასაც დაისახავ მიზნად, მის განსახორციელებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. ფილმში კი არაჩვეულებრივად არის დახატული ძლიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, უდიდესი ნებისყოფის მქონე, გამძლე და რაც მთავარია, შეუპოვარი ადამიანის ეტალონი, რომელიც არასდროს ნებდება. ნამდვილად ღირს ამ ფილმის ყურება.
  2. სტაჟირება – თუკი კომედიის მოყვარული ბრძანდებით, ეს ფილმი ნამდვილად მოგეწონებათ. ეს არის ორი ორმოც წელს მიღწეული მეგობრის ისტორია, რომლებიც გადაწყვეტენ google-ის სტაჟირების პროგრამაში სცადონ ბედი.
  3. თავისუფლების მწერლები – ეს არის ბიოგრაფიული დრამა. მასში ასახულია ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორიას, რომელიც მოსწავლეებს ტოლერანტულობას შთააგონებს.
  4. მკურნალი – 2013 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფილიპ შტიოლცლიმ გადაიღო ეს ფილმი. ვისაც სამედიცინო სფერო გაინტერესებთ, ეს ის ფილმია, რომელიც ვფიქრობთ, მოგეწონებათ.
  5. ახალი კინოთეატრი „პარადიზო“ – ჯუზეპე ტორნატორეს ფილმი, რომელიც უამრავ ემოციასა და შეგრძნებას მოგიტანთ.
  6. საიდუმლო მათ თვალებში – ესპანური დეტექტიური დრამა, რომელიც სასამართლოს მოხელის შესახებაა, რომელიც გადაწყვეტს დაწეროს რომანი ერთ-ერთი კრიმინალური საქმის შესახებ, რომელშიც ის იყო მთავარი მოქმედი პირი. ამ ფილმის ნახვისას ვერ მოიწყენთ და ერთი ამოსუნთქვით უყურებთ.
  7. ქუჩის კატა სახელად ბობი – ძალიან კარგი ფილმი მათთვის, ვისაც ცხოველები და განსაკუთრებით კატები უყვარს. თუ გინდათ, რომ ემოციებით დაიტვირთოთ, თუ გინდათ, რომ ფილმი თქვენს გულებამდე მოვიდეს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. აქვე დავამატებ, რომ ეს ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული.
  8. ყველა კარგად არის – დამაფიქრებელი, საინტერესო, ცხოვრებისეული ფილმია. მთავარ როლს მსახიობი რობერტ დენირო ასრულებს.
  9. გზა – ფედერიკო ფელინის ფილმი, ჯულიეტა მაზინას შეუდარებელი შესრულებით. ეს ფილმიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
  10. დიდი თევზი – ფენტეზის მოყვარულებო, თიმ ბარტონის ეს ფილმი არ უნდა გამოგრჩეთ.
  11. გადაუხადე სხვას – ეს ფილმი არის სიკეთისა და სიყვარულის გადაცემის მაგალითი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაზე დაგვაფიქრებს.
  12. დამალული ფიგურები – ტედ მელფის ეს დრამა შთაგონებულია აფრიკელ-ამერიკელი ქალი მათემატიკოსების ნამდვილი ისტორიით, რომლებიც დაეხმარნენ ჯონ გლენს გამგზავრებულიყო ორბიტაზე.
  13. ახლა საით წავიდეთ? – ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის კანის ფესტივალისა და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, რომელშიც ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული ომის თემა.
  14. ოქტომბრის ცა – თავისუფალ სულს დიდხანს ვერ გამოამწყვდევ ტყვეობაში. მთავარია გქონდეს ოცნება და გჯეროდეს შენივე ოცნების, ასეთ შემთხვევაში ვერასდროს დაგამარცხებენ. ეს ფილმი ბავშვებთან ერთად უნდა ნახოთ.
  15. ველურ გარემოში – ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. ეს ფილმი იმ ადამიანებს მოგეწონებათ, ვისაც ეს სამყარო გეცოტავებათ და თვლით, რომ უფრო მეტი რამ არსებობს ცხოვრებაში.

იმედია, კორონა ვირუსს მალე დაამარცხებს მეცნიერება და ეს 15 ფილმი სრულიად საკმარისი იქნება თვითიზოლაციის პერიოდში.