

ტელემაუწყებლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ სოლიდარობის კამპანიაში, ამჯერად, ონლაინ გამოცემები ერთვებიან.
13 მაისს, 10:00 საათიდან, ის მედიასაშუალებები, რომელთაც სოლიდარობის კამპანიაში ჩართვის სურვილი აქვთ, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე ე.წ. ქავერის ფოტოს აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი ფოტოთი შეცვლიან.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ერთვება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ სოლიდარობის კამპანიაში.
სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. ამ ინიციატივის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 20-მდე მაუწყებელმა 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა და კადრში დატოვა წარწერა – „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,