პანდემიის გავრცელებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ცხოვრების სტილი მოულოდნელად შეცვალა. 

სწავლების პროცესმა,  სამუშაო დავალებებმა თუ ყოველდღიურმა აქტივობებმა ქუჩებიდან, სკოლებიდან   და სამსახურებიდან სახლში გადაინაცვალა. 

ადამიანებს კი უფრო მეტი დრო და ენერგია გამოუჩნდათ თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

სხვადასხვა  საგანმანათლებლო პლატფორმებსა და ორგანიზაციებზე დაყრდნობით, გიზიარებთ იმ ლექციებისა და ვებინარების ანონსს, რომლებშიც მონაწილეობა და მოსმენა სახლიდან, გარეთ გაუსვლელად, ინტერნეტითა და სოციალური ქსელის საშუალებით შეგეძლებათ. 

მოგზაურობის მოყვარულებისთვის 12 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, „ქართველ მოგზაურთა კვირეული“ იმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. კვირეულის პირველი სტუმარი ქართველი მოგზაური ტიტე მიქაძე იქნება, რომელსაც 10 წელზე მეტი მოგზაურობის გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე სპიკერი თავის გამოცდილებაზე მოგიყვებათ და ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომლებიც უშუალოდ პირველი მოგზაურობისას შეიძლება შეგემთხვეთ.

ლიტერატურის მოყვარულებისთვის „სულაკაურის გამომცემლობა“ 13 მაისს ლაივების სერიას აგრძელებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში ბესო სოლომანაშვილის რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ – მოექცა, რომელზეც მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ისაუბრებს. ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.  ლექციაზე დასწრებას, 19:00 საათზე ფეისბუქის გვერდის ლაივის საშუალებით შეძლებთ.

ალბათ ყველას გვსმენია ფრაზები: „ქალური პროფესია“, „კაცური პროფესია“, „კაცებს ტექნიკური საგნების ტვინი აქვთ, ქალებს-ჰუმანიტარული საგნების“. იმაზე, თუ რა ადგილი უკავიათ დღეს ქალებს ტექნოლოგიებში, რა ხელოვნური  ბარიერები ხვდებათ ამ სფეროსკენ მიმავალ გზაზე და რატომ სჭირდება ტექნოლოგიებს ქალები;  თავის გამოცდილებასა და რჩევებზე  ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი ლილი ფულარიანი ისაუბრებს. შეხვედრა 15 მაისს, 14:00 საათზე ზუმში გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 15 მაისს 19:00 საათზე საჯარო ლექციას „განვითარება კრიზისის დროს“ წარმოგიდგენთ. ლექციას  განათლების სპეციალისტი, პროფესიული განათლების ექსპერტი ნინო ელბაქიძე და მიხეილ კეჭაყმაძე წარუძღვებიან. თუ თქვენთვის პანდემიის დროს თვითგანვითარებასა და ორგანიზებაზე მუშობა საინტერესოა, შეგიძლიათ ლექციაზე დასასწრებად  აღნიშნული ბმულით დარეგისტრირდეთ.

თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისა და დისტანციურ პროცესში დაწყებითი საფეხურების შესაძლებლობების გასაზრდელად კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივით, ეკა ჯელაძე ტალინის უნივერსიტეტის საინფორმაციო საზოგადოების ტექნოლოგიების დოქტორი და შეფასება განვითარებისთვის პროექტის მენეჯერია/NAEC ისაუბრებს. შეხვედრას 15 მაისს 18:00 საათზე მოცემულ ბმულზე რეგისტრაციის საშუალებით მოახერხებთ. 

მოამზადა
თამარ ჩხიკვაძემ