

კორონავირუსის პანდემიის გამო, 24 მარტიდან, ხარაგაულის საავადმყოფო პაციენტებს დისტანციურად ემსახურებოდა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, დღეიდან, 11 მაისიდან, ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმები პაციენტებს მომსახურებას ადგილზე გაუწევენ.
საქართველოში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის გამო, ხარაგაულის საავადმყოფოში მოწვეული სპეციალისტებიდან მოსვლას მხოლოდ ენდოკრინოლოგი ვერ შეძლებს.
ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს ქირურგი ლევან კობახიძე ოთხშაბათობით მოემსახურება, კვირის დანარჩენ დღეებში – ქირურგი ზაური ჭუმბურიძე;
პედიატრი ნანი არევაძე, ფთიზიატრი ქეთევან აბრამიშვილი, ნევროლოგი და ოფთალმოლოგი ირინე ბიბიჩაძე, კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე, ოჯახის ექიმი აზა ფურცელაძე პაციენტებს ყოველდღე ემსახურებიან;
მეორე პედიატრი თამუნა რობაქიძე ხარაგაულის საავადმყოფოში ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს მუშაობს;
მეორე კარდიოლოგი – ჯუნი ფერაძე სამშაბათსა და ხუთშაბათს;
ოტოლარინგოლოგი ვახტანგ მატარაძე პაციენტებს, წინასწარი ჩაწერით, ოთხშაბათობით მიიღებს.
ნინო კაპანაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული