

რა არის თქვენთვის ევროპა? – ამ თემაზე CENN-ის მიერ ევროპის დღისადმი გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ერთი ვიზუალური ტიპის ნამუშევარი (ნახატი, გრაფიკული ნამუშევარი და სხვ.).
კონკურსში 21-მა მოსწავლემ გაიმარჯვა; მათ შორის ორი გამარჯვებული ხარაგაულიდანაა. ჟიურის მაღალი შეფასება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კურტანიძისა და კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა ზვიადაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა.
დეტალები, გამარჯვებული ავტორების დასაჩუქრების თაობაზე, მოგვიანებით გამოცხადდება.
ევროპის დღეს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები 9 მაისს ზეიმობენ. ეს დღე 1950 წლის შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,