19 წლის შემდეგ, პირველად, ხარაგაულში ანდრიაობის დღესასწაული ვერ აღინიშნება.
ანდრიაობის ორგანიზატორის, შოთა ხარატიშვილის, თქმით, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო წელს, 12 მაისს, ანდრიაობის პილიგრიმულ-ექსტრემალური ტური არ შედგება. „მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე ორგანიზება ვერ ხერხდება და ოფიციალურად წელს ტური არ გაიმართება“,- გვითხრა შოთა ხარატიშვილმა.
ანდრიაობის ერთ-ერთ ორგანიზატორის ბერიკა ებანოიძის თქმით, მსგავსი მასშტაბური მსვლელობა არსებული მდგომარეობის ფონზე შეუძლებელია. „ალბათ მომავალ წელს შევძლებთ ამ ღონისძიების ჩატარებას და ბევრი სიახლით დავბრუნდებით“, – ამბობს ბერიკა. მომლოცველები მთა რკინის ჯვარზე 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზეც, ადიან. თუმცა რამდენად ჩატარდება მსვლელობა რკინის ჯვარზე აგვისტოში, ჯერ-ჯერობით, ესეც უცნობია.
ანდრიაობის აღნიშვნის ტრადიციას ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა საფუძველი 18 წლის წინ, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით ჩაუყარეს.
პირველად 2001 წლის 12 მაისს შოთა ხარატიშვილი მარტო ავიდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთა რკინის ჯვარზე. მომავალ წელს მას მისი მეგობარი ლაშა თაბუკაშვილი შეუერთდა. შემდეგ კი ამ წამოწყებაში ხარაგაულელი ახალგაზრდებიც აჰყვნენ.
2016 წლიდან ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, ანდრიაობის დღესასწაული მასშტაბური გახდა და პილიგრიმულ-ექსტრემალური ტურის სახე მიიღო.
ყოველ წელს ანდრიაობის დღესასწაულში უფრო და უფრო მეტი მომლოცველი, მოხალისე, მოლაშქრე, მოგზაურთა კლუბები თუ off-road ფედერაციის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
19 წლის განმავლობაში ხარაგაულელმა ახლგაზრდებმა შეძლეს და მეგობრობა, რწმენა, ექსტრიმი, თავგადასავალი და ბუნების სიყვარული გააერთიანეს.
გასულ წელს ანდრიაობის დღსასწაულს ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი მონაწილეობდა.
შოთა ხარატიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს მთა რკინისჯვარზე ანდრიაობის დღესასწაულში 1000-მდე მომლოცველი ჩაერთო.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა ანდრიამ საქართველოში რამდენიმე მთაზე ჯვარი აღმართა. ერთ-ერთი ასეთი მთა კი სწორედ რკინის ჯვარია (2439 მ). წლების განმავლობაში ტურის მონაწილეები სიონის საკათედრო ტაძრიდან ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატს სწორედ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რკინის ჯვარზე მიაბრძანებენ.
გიზიარებთ გასული წლების ანდრიაობის ამსახველ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, დღესასწაულის მონაწილეების მიერ არის გადაღებული.
თამარ ჩხიკვაძე
მასალაში გამოყენებულია მიხეილ ჯოგლიძის ფოტო, ბექა ჭყოიძისა და რამაზ ბლუაშვილის ვიდეო კადრები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი