დღეს დილით ხარაგაულში ბუნებრივი აირით მოსარგებლე მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდათ.

ვითარების გასარკვევად „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერს ლევან აბაშიძეს დავუკავშირდით,.

მისი თქმით, „სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ „დევების“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მაგისტრალი კვლავ დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ბუნებრივ აირს ამ საღამოსვე მივაწვდით, ხოლო სოფლებში გაზის ჩართვას ხვალ დილიდან დავიწყებთ“.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია მომხმარებლებს გვირჩევს, რომ გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიქონიოთ.