

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, რადგან ადამიანებს შორის კონტაქტი მეტია და შესაბამისად, კორონავირუსიტ დაინფიცირების რისკიც. ამიტომ გარკვეული დროა საჭირო მათ შესამოწმებლად.
მინისტრი ამბობს, რომ მათი გახსნის წინაპირობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იქნება, რისთვისაც სათანადო მომზადებაა საჭირო.
„სილამაზის სალონებში, ისევე როგორც მოლებში, კაფეებში, რესტორნებში, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი. ამიტომ მეტი დრო გვინდა, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ მათი მზადყოფნა. მე კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ისინი ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის,“- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სილამაზის სალონების გახსნა შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპზე იგეგმება.
ლიკა ხიკაკაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,