ბაზალეთელმა ფერმერმა ნოშრევან ნანიტაშვილმა 9 წლის წინ გადაწყვიტა ქათმების ფერმის გაკეთება.
ოჯახი ქათმებს თავიანთი ძალებით ზრდიდა და ხარაგაულის ტერიტორიაზე ბაზრებსა და სურსათის მაღაზიებში აბარებდა. თუმცა ქვეყანაში განვითარებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო ნანიტაშვილებს თავიანთი საქმიანობის შეჩერება მოუწიათ.
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა პანდემიამ -4 %-ით დააზარალა, 1.8 მილიარდ ლარამდე შეამცირა ბიუჯეტის შემოსავლები, ხოლო მიმდინარე ხარჯების შემცირება 300 მილიონ ლარამდე განისაზღვრა.
ნანიტაშვილების ოჯახის მსგავსად, საქართველოში ბევრი ფერმერის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეპიდემიის გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია.
„ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო მოგვიწია ჩვენი საქმიანობა შეგვეჩერებინა, – გვიამბობს ნონა ნანიტაშვილი. აღდგომის პერიოდში შევწყვიტეთ მუშაობა. მანამდე კი ოჯახის წევრები ჩვეულებრივად ვმუშაობდით. თვეში დაახლოებით 200-მდე ქათამს ვზრდიდით. რა თქმა უნდა, პანდემიამ ჩვენს საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. მართალია ის ჩვენი შემოსავლის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთ წყარო იყო და საკმაოდ მნიშვნელოვანიც.
ნანიტაშვილების ოჯახი მთავრობისთვის დახმარების მოთხოვნას არ აპირებს. ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთ საქმიანობა აღარც პანდემიის დასრულების შემდეგ გააგრძელონ.
„ვფიქრობ ამ სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ მუშაობას აღარ გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტსა და ნივთზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. აწეული ღირებულების გამო, შესაძლოა, ხარაგაულშიც ვერ შეძლონ წიწილების მაღალ ფასად ყიდვა. ამიტომ არ გვაქვს ჯერ ზუსტი პასუხი კითხვაზე, საერთოდ რას ვიზამთ და გავაგრძელებთ თუ არა ამ საქმიანობას“.
ნანიტაშვილების მსგავსად თავიანთი საქმიანობის შეჩერება მოუწია სოფელ ბაზალეთში კალანდაძეების ოჯახსაც. ოჯახმა ქათმების გაზრდა და რეალიზაცია 8 წლის წინ დაიწყო. ქათმის ხორცს ხარაგაულის, ზესტაფონის, ხაშურისა და ქუთაისის მაღაზიებს აწოდებდნენ. თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ზამთარში თავიანთი საქმიანობა შეაჩერეს.
„ფინანსური მდგომარეობის გამო ზამთარში შევწყვიტეთ ქათმების გაზრდა. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების პერიოდს დაემთხვა ეს დრო, – ამბობს ნანი კალანდაძე, – რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან აგროკრედიტი მოვითხოვეთ; ხარაგაულის მერიაშიც ვიყავით, თუმცა არ მოგვცეს. პირველ ჯერზე სესხის გამო, შემდეგ სესხი დავფარეთ, თუმცა აგროკრედიტი მაინც ვერ მივიღეთ“.
კალანდაძეების ოჯახის საქმიანობის ბედიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე არის დამოკიდებული. ფერმის ამუშავებისა და განახლების სურვილი აქვთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, მათი სურვილის განხორიციელებას ფინანსური მდგომაროება და პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს.
ფოტოებზე – კალანდაძეების მეფრინველეობის ფერმა
ავტორის ფოტოები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი