ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანაზღაურება 2 360 ლარიდან 2 650 ლარამდე გაიზარდა. 100-100 ლარით გაეზარდათ ხელფასები გამგებლის სამივე მოადგილეს და მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 300 ლარი გახდა.
10-10 ლარით მოემატათ ანაზღაურება გამგეობის განყოფილების უფროსებს, ხოლო გამგებლის თანაშემწეს 750 ლარიდან 790 ლარამდე გაეზარდა ყოველთვიური ანაზღაურება.
უცვლელი დარჩა გამგეობის სამსახურების უფროსების (1 000 ლარი), გამგებლის წარმომადგენლების (900 ლარი), მთ. სპეციალისტის (560 ლარი), წამყვანი სპეციალისტის (540 ლარი), მძღოლის, მდივნის (500-500 ლარი), კურიერის (420 ლარი), დარაჯისა და დამლაგებლის (300-300 ლარი) ხელფასების ოდენობები.
1 200 ლარიდან 1 700 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება. 1 000 ლარიდან 1 350 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი.
უცვლელი დარჩა საკრებულოს აპარატის უფროსის (1000 ლარი) და მთ. სპეციალისტის (560 ლარი) ანაზღაურება.
საკრებულოს თავმჯდომარემ თავად განაცხადა უარი ხელფასის მომატებაზე და მისი ანაზღაურება ძველებურად 2 360 ლარი დარჩა.
საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა სახელფასო სარგოების გაზრდის საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 4 აგვისტოს სხდომაზე განიხილა.
საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურების მომატებას კენჭისყრაში მონაწილე 31 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 20-მა დეპუტატმა, საკრებულოს 8 წევრი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გამგეობის თანამდებობის პირთა ხელფასების მომატების საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობდა 30 დეპუტატი. მათგან ხელფასების მომატებას მხარი დაუჭირა 21-მა, 4 წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო 5-მა დეპუტატმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი