

ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტი „კინოქალაქისინემა ხარაგაულში“ ხორციელდება. პროექტის მონაწილე ხარაგაულელ, თბილისელ, თერჯოლელ, გალელ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს ვახტანგ ვეფხვაძემ საბეშითავისივე სახსრებით აგებულ ეკლესიაში უმასპინძლა.საბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა პეტრემ (კურტანიძე) წირვის შემდეგ მოსწავლეებთან საუბრისას ის წლები გაიხსენა, როცა თვითონ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა. მოძღვარმა დალოცა პროექტის მონაწილეები. „შეიძლება ყველა თქვენგანი რეჟისორი ან ოპერატორი ვერ გახდეს, მაგრამ, მთავარია, გიყვარდეთ ადამიანი, არასდროს განასხვაოთ ერთმანეთისგან თანატოლები ეროვნების მიხედვით.გისურვებთ წარმატებებს და უფლის წყალობას,“ – აღნიშნა მამა პეტრემ.
„საინტერესოდ და შინაარსიანად ვატარებთ დროს, – გვითხრა „კინოქალაქ სინემას“ მონაწილე „პიონერფილმის“ მოსწავლე თინათინ სამსონაძემ, – შევხვდით ცნობილ რეჟისორებსა და მსახიობებს – თინათინ ბეკოშვილსა და რამაზ იოსელიანს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობისას ბევრი ახალი რამ გავიგეთ ბუნებაზე. მოვილოცეთ საბის წმინდა გიორგის სახელობის ულამაზესი ეკლესია. საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს ამ სოფელში. მოვისმინეთ მამა პეტრეს არაჩვეულებრივი ქადაგება. მადლობა ყველას, ვინც შემაძლებინა აქ ყოფნა.“ თინათინმა ექსპრომტად დაწერა ლექსი საბესა და საბელებზე.
„პიონერფილმის“ მოსწავლე ნანა გარსევანიშვილის თქმით, თბილისიდან რამდენიმე სცენარი წამოიღეს, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში ფილმებს იღებენ. „ხარაგაულელმა თანატოლებმაც გაგვაცნეს თავიანთი სცენარები. ზოგი ფილმი უკვე მონტაჟდება და 4 აგვისტოს, პროექტის დახურვაზე ვაჩვენებთ ყველა მათგანს, ასევე „სინემას“ დღიურებს. ვთვლი, რომ ხარაგაულში გატარებული დღეები ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქ გადაღებულ ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე გავაგზავნით. აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრობას ხარაგაულელ თანატოლებთან,“ – ამბობს ნანა.
ნიკა ჩიგოგიძესთვის ხარაგაულში გატარებული დღეები დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი და წარმატებულია.
გიორგი უზნაძეს კარგი შთაბეჭდილება დარჩა ხარაგაულზე, აქ მცხოვრებ სტუმართმოყვარე ადამიანებსა და ბუნებაზე.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აქტიური მოსწავლეები ანა მაჭავარიანი და მარიამ ტალახაძე მოხარულები არიან იმით, რომ ასეთ გასხვავებულ პროექტში ჩაერთვენ. ამბობენ, რომ ბევრი მეგობარი შეიძინეს და დიდი გამოცდილება მიიღეს კინოგადაღების კუთხით. ანას და მარიამს იმედი აქვთ, რომ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეიქმნება კინოფილმების სტუდია.
„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე მიიჩნევს, რომ მისი მოლოდინები მეტ-ნაკლებად გამართლდა. „არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს ხარაგაულში, – ამბობს ბატონი გრიგოლი, – ადგილობრივი მოსწავლეების პროექტში ჩართულობა ცოტა ნაკლებია, მორიდებულები არიან. შევხვდით მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც დაგვპირდა, რომ ხარაგაულში ხელს შეუწყობს სტუდიის შექმნას. კონსულტაციებით ვეხმარები ხარაგაულელ მოსწავლეებს. კინო ერთ-ერთი წამყვანია ხელოვნების დარგებს შორის. ძალიან სასიხარულო დღე იყო, როცა საბეში გვიმასპინძლა ჩემმა თანაკლასელმა ვახტანგ ვეფხვაძემ, დაგვლოცა და წარმატებები გვისურვა მამა პეტრემ.“
„კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ ფარგლებში 3 აგვისტოს ფოლკლორის დღე გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის, რეზო ჯანიაშვილის მონაწილეობით. 4 აგვისტოს კი პროექტი საზეიმოდ დაიხურება.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ მონაწილეები საბეში
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,