საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლოსამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით

რას ნიშნავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწა არისსახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე,რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობისუფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე,ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

რას ნიშნავს საკუთრების უფლების აღიარება

საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშესაკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას.

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ,გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზესაკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე -საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.

კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე -საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას.

 

რომელი მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას

აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის დასახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გ) დაცული ტერიტორია,  დ) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, ე) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;ვ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო, დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; ზ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; თ) სასაფლაო და პანთეონი; ი) სანიტარიული და დაცვითი ზონები და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მიწის ნაკვეთები.

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

 

რომელი ორგანოა უფლებამოსილი საკუთრების უფლების აღიარებაზე

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი

მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისას დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს:ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე,რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს)სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული);კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე,რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება,ასევე ის ფიზიკური პირი ან  ორგანიზაციული წარმონაქმნი,რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

რომელი დოკუმენტი შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად

დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში),ბ) საკომლო წიგნიდან ამონაწერი,გ) მებაღის წიგნაკი,დ) მიწების განაწილების სია, ე) საგადასახადო სია,ვ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა,ზ) სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

რეგისტრაციის წესი და პირობები

უძრავი ნივთის გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლებისწარმოშობისრეგისტრაციისათვის,დაინტერესებულმაპირმაუნდამიმართოსსაჯარორეესტრისეროვნულისააგენტოსტერიტორიულ სამსახურს,იუსტიციისსახლს,ნოტარიუსსანსხვაავტორიზებულპირს.

სარეგისტრაციოდწარსადგენიდოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

3. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

5. საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში 30 კალენდარული დღის ვადაში).

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნავეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ.

2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური