
ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავებთან ხალხმრავალი შეკრების მრავალწლიანი ტრადიცია წელს დაირღვა.
„ყოველწლიურად 4 მაისს კუნძული ტექსელი დიდ ღონისძიებებს მართავს და პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეთა ხსოვნას. ვფიქრობთ, მიუხედავად შეზღუდვებისა, გვირგვინები მაინც დაიდება მათ მემორიალთან. არც ქართველი მეომრების საძმო საფლავს დაივიწყებენ. ჩვენის მხრივ, აღვავლენთ მოსახსენებელ ლოცვას მათი სულებისთვის“, – ვკითხულობთ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.
ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ფოტოზე: ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოსი (ბოგვერაძე) პანაშვიდს აღავლენს ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე ქართველ მეომართა საძმო საფლავთან, 2016 წ.
საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს 16 წლის და
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.