

ხარაგაულის განვითარების ხელშეწყობის სისტემურ პროგრამას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნის. ამ მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და უნივერსიტეტს შორის, – ამბობს ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენელი ალექსანდრე რუსეცკი.
მისივე თქმით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია რეგიონებთან თანამშრომლობა. „ჩვენი პროექტის ფარგლებში ათი დღით ჩამოვედით ხარაგაულში სტუდენტებთან ერთად, – გვიამბობს ალექსანდრე რუსეცკი, სტუდენტები ხელს შეუწყობენ კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვას. ვიყავით კახორზე, სადაც მათ იქ არსებული სამეურნეო ნაგავის უტილიზაცია მოახდინეს. ახლა საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე მუშაობენ,“
ალექსანდრე რუსეცკი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლების მასწავლებლებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება სხვადასხვა სახის აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ის ახალგაზრდა ლიდერებს სხვადასხვა უწყებებთან დააკავშირებს კონკრეტული საქმიანობის დასაგეგმად.
ალექსანდრე რუსეცკი განსაკუთრებულ ზრუნვას გეგმავს სოფელ ფარცხნალზე. მისი თქმით, ფარცხნალში სამუზეუმო სისტემის განვითარება და მინერალური წყლების ეფექტური გამოყენების დაგეგმვაა შესაძლებელი. ამ მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხარაგაულს უახლოეს მომავალში ესტუმრება.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,