

ხვალიდან, 5 მაისიდან, ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის, – აღნიშნა გიორგი გახარიამ, – ეს ის ნაბიჯია, რის განხორციელებისა და გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს“.
ხვალიდან, 5 მაისიდან, ასევე შეძლებს მუშაობის განახლებას ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით სამშენებლო ბიზნესთან არიან დაკავშირებულნი.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ამოქმედებულ კომპანიებსა და საწარმოებს ყოველდღიურად შეამოწმებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი სპეციალური კომისია, თუ რამდენად სრულდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,