

ხვალიდან, 5 მაისიდან, მთავრობა გასცემს შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ მშენებელმა და სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ასევე ხვალიდან, 5 მაისიდან, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოქმედებულ კომპანიებს ყოველდღიურად შეამოწმებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი სპეციალური კომისია, თუ რამდენად სრულდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები.
გიორგი გახარიამ კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელებს მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან შემუშავებული ვალდებულებების მაქსიმალურად შესრულებისკენ.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო