

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა.
გამოცდების ჩასაბარებლად 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. გამოცდები ივლისში გაიმართება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში გახდება ცნობილი.
საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩასატარებლად, განათლების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვან გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო