

ტენდერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 3 608 814 ლარად გამოაცხადა.
დაგეგმილია როგორც ლეღვანის, ასევე პატარა ხარაგაულის წყლის სისტემების რეაბილიტაცია.
წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის ვადაში გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განსაზღვრულია ლეღვანის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულის თვითმმართველობისგან პატარა ხარაგაულში 5 ათ. კვმ მიწის უვადოდ გადაცემას მოითხოვს.
კომპანიამ მიწის ნაკვეთის მოთხოვნაზე შუამდგომლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე გაგზავნა.
ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ეკონომიკის სამინისტროსგან წერილს ელოდება, რომ შემდგომ საკრებულოს მიწის გადაცემის თანხმობისთვის მიმართოს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული