ბუნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ბუმერანგივით გვიბრუნდება. კორონავირუსის სახით დედამიწამ წამზომი ჩაგვირთო, – ამბობს ა/ო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, – ეკოლოგებმა და ბიოლოგებმა ვიცით, რომ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს თითქოს სასჯელია ჩვენთვის, რადგან კაცობრიობამ დედამიწა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა.
კლიმატის ცვლილების დროს ვირუსული, ბაქტერიოლოგიური და სხვა ტიპის დაავადებები ძლიერდება, ადამიანის იმუნური სისტემა კი ქვეითდება.
აღარ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც დღემდე კაციობრიობამ დაუშვა. ჩვენ ხომ ჯერ გარემოს ვაბინძურებთ და მერე ვფიქრობთ, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა.
ახლა სამოქალაქო სექტორი დამკვირვებლის როლში კი არ უნდა დარჩეს, არამედ მთავრობასთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ჩაერთოს.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ ვაპირებთ მოსახლეობის ინფორმირებას მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ. ეკონომიკა სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს.
მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფომ ააწყო ეკონომიკა მდგრადი განვითარების მიზნებზე; მათ შორის ახალმა ზელანდიამ. ამ ქვეყანამ კორონავირუსი უკვე დაამარცხა. ამიტომ ასეთი მაგალითები უნდა გავიზიაროთ.
ჩვენ „სახლში ყოფნისას“ აღმოვაჩინეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვძლებია. ახლა უნდა მოვიფიქროთ, უკეთ როგორ ვიცხოვროთ.
ფაქტობრივად, ჩვენ უფსკრულში აღმოვჩნდით იმიტომ, რომ დედამიწამ უცბად მთელი კაცობრიობა დააპაუზა და უთხრა – დარჩი სახლში!
ახლა გამოცდას ვაბარებთ, შევძლებთ თუ არა პოსტკოვიდური ეკონომიკის სწორად აწყობას, თუ ისევ გულგრილები ვიქნებით გარემოს მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად გავარკვიოთ, როგორი უნდა იყოს პოსტკოვიდური ეკონომიკა, – რა რეკომენდაციები აქვთ გარემოს დამცვლებს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის.
ამიტომ ნებისმიერმა მოქალაქემ ხმა უნდა ამოიღოს. თუ გვინდა, რომ კარგი ეკონომიკა გვქონდეს, ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და გამოვასწოროთ ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ვაფუჭებდით.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი