

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპერტამენტი ავრცელებს.
რიკოთის საუღელტეხილო გზა ოთხი მონაკვეთისაგან შედგება. ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპერტამენტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება 2022-2023 წლისთვის იგეგმება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,