კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცენტრალური ხელისუფლება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების მზრუნველობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ხარაგაულში, სოფელ ჩხერში მცხოვრები 90 წლის ნორა კიკნაძე კი „სათნოების სახლის“ ბენეფიციართა სიიდან ამოიღეს.
ის 2020 წლის იანვრამდე ხარაგაულის „სათნოების სახლიდან“, ყოველდღიურად მომზადებული საჭმელის ნაცვლად, თვეში ერთხელ 35 ლარი ღირებულების მშრალ პროდუქტებს იღებდა.
საწოლს მიჯაჭვულ, მარტოხელა, 90 წლის ნორა კიკნაძეს გადაადგილება არ შეუძლია. მასთან კვების პროდუქტები მეზობელს მიჰქონდა.
ნორა კიკნაძისთვის მშრალი პროდუქტების 35-ლარიანი პაკეტის გაუქმების საკითხით გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ჯერ კიდევ მარტში დაინტერესდა, რის შემდეგაც „სათნოების სახლმა“ 90 წლის ქალბატონს მაღაზიიდან 35 ლარი ღირებულების პროდუქტები გაუგზავნა. თუმცა აპრილში უთხრეს, რომ „მისი ლიმიტი ამოიწურა“.
ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორი გიორგი ჩიჩილიძე ამბობს, რომ ნორა კიკნაძეს ბენეფიციართა სიაში დააბრუნებს, თუკი ის გამზადებული საჭმელის ყოველდღიურად წაღებას ხარაგაულიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ჩხერში შეძლებს. სხვა შემთხვევაში კი მისი სამსახური ვალდებული არ არის, ჩხერში მცხოვრებ ბენეფიციარს შინ მიწოდების სერვისით მოემსახუროს.
რაც შეეხება სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის მშრალი პროდუქტების გაცემას, გიორგი ჩიჩილიძის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სიტყვიერი რეკომენდაციის საფუძველზე შეწყვიტა.
ხარაგაულის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე მაღაზიიდან ბენეფიციარებისთვის მშრალი პროდუქტების გაცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ თუ ბენეფიციარს მაღაზიიდან მისთვის განსაზღვრული საჭმელის მოსამზადებელ ნედლეულს გაუგზავნიან, ეს მისთვის განკუთვნილ დღიურ ნორმას გამოაკლდება.
ნორა კიკნაძე, გასული წლების მსგავსად, თვეში ერთხელ 35 ლარი ღირებულების პროდუქტების მაღაზიიდან მიღებას ითხოვს.
საღანძილის (ჩხერი საღანძილის თემს მიეკუთვნება) მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ „ხარაგაულის ბიუჯეტი არ დაიქცევა, ნორა კიკნაძის ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებს თუ თვითმმართველობა მათთვის მისაღები ფორმით დაეხმარება; მითუმეტეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, წლებია, უპოვართა კვებისთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო თანხას უტენდეროდ, სუბსიდიის სახით გადასცემს მის მიერვე შექმნილ ააიპ „სათნოების სახლს“.
ამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უკეთესი ხარისხის მომსახურების იაფად შესყიდვის შესაძლებლობას კარგავს და სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციას (რეკომენდაცია #11) უგულვებელყოფს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი