

სეზონურია თუ არა კორონავირუსი – ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ მეცნიერები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის განვითარებას აკვირდებიან.
„ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება, წესით, ნაკლები ინტენსივობის უნდა იყოს, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი, – თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს.
ჩვენი ზონის ქვეყნები კორონავირუსის მორიგ შემოტევას ზამთარში ელოდებიან, მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როდესაც გააქტიურდება სხვა რესპირაციული ვირუსებიც. შესაბამისად ამ სეზონზე, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.
ჩვენ შევძლებთ ავცრათ მაღალი რისკის მქონე კატეგორია სეზონური გრიპის წინააღმდეგ. ეს კატეგორია იქნება დაცული ამ ერთი სახეობის რესპირაციული ვირუსისგან. ჩვენ ძალების მობილიზაციასა და კონცენტრაციას მოვახდენთ კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,