

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენიდან ამ დრომდე ხარაგაულიდან ცხელების ცენტრში 16 მოქალაქე გადაიყვანეს.
კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოვიპოვეთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიამჟამად თვითიზოლაციაში 11 პირი იმყოფება. შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, შვიდი მოქალაქე მარნეულიდანაა, რომლებიც ხარაგაულში რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე ბათუმიდან მოვიდნენ.
თვითიზოლაციაშია ღვანკითში ნამყოფი ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ოჯახის წევრები. გასულ კვირაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩაიკეტა.
„მარნეულში მაცხოვრებლებს თვითიზოლაციაში ყოფნა არ ეკუთვნით, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – მაგრამ ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის მოთხოვნაა, რომ ისინი ორკვირიან იზოლაციაში გადავიდნენ.
შვიდიდან ხუთი მარნეულელი ხვალ განაგრძობს მუშაობას, თუმცა, მათ ექვსი ისევ დაემატება ბათუმიდან. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ექიმს ყოველდღე ყველა დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებინებენ. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები თვითიზოლაციას უბისაში დაქირავებულ ბინაში გაივლიან“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ხალათები, სახის ფარები, ქუდები შეიძინა და სოფლის ექიმებს გადასცა.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო