სოციალური ქსელით გავრცელდა ესპანეთში, რიერა ბლანკას აფთიაქში ჩაწერილი სიმღერა, რომელსაც ჩვენი თანამემამულე მაკა გაჩეჩილაძე ასრულებს.
მაკა ბარსელონას ერთ-ერთი აფთიაქის ფარმაცევტია.
„საღამოს 8 საათზე ყველა ესპანელი თავის აივანზე გამოდის და ტაშით გვამხნევებენ ექიმებს, ფარმაცევტებს, ექთნებს, სანიტრებს, დამლაგებლებს, – ყველას, ვინც ამ უხილავ მტერთან დიდ ომში მონაწილეობს. ჩვენც ამ სიმღერით ესპანეთის მოქალაქეებისადმი ჩვენი დამოიკიდებულება გამოვხატეთ, – გვიპასუხა მაკა გაჩეჩილაძემ, როცა ამ სიმღერის ჩაწერის ისტორიით დავინტერესდით, – ისინი ჩვენ გვამხნევებენ ისინი და ჩვენც ვამხნევებთ მათ. ვებნებით, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ; როგორც ისინი გვიჭერენ მხარს, ასევე ჩვენც მათდამი მხარდაჭერას გამოვხატავთ. სიმღერით ვეუბნებით, რომ ჩვენ ერთად ამას გავუძლებთ და ყველაფერს გადავლახავთ.
მთელ მსოფლიოში და მათ შორის ესპანეთშიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, სავალალო სიტუაციაა, – ესპანეთში დასნებოვნებულთა რაოდენობამ 226 229-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ცოტა არაა, თუმცა უკვე 23 190 ესპანელი კორონავირუსით დაიღუპა.
მომავალში, რა თქმა უნდა, ან ვაქცინას გამოიგონებენ ან წამალს, მაგრამ დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი გზა სახლებში დარჩენაა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ყველა, რომ სახლებში დავრჩეთ!
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!
ფოტოზე – რიერა ბლანკას აფთიაქის თანამშრომლები (მარჯვნიდან მეორე მაკა გაჩეჩილაძეა).
P.S. ფარმაცევტების სამადლობელ-გამამხნეველი სიმღერა პოპულარული ესპანური სიმღერის მოტივებზე შეიქმნა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი