

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მიწას უმეტესად ხარებით, ან მინიტრაქტორებით ამუშავებს.
შპს „მექანიზატორს“ წელს, ტექნიკის სიმცირის გამო, მომსახურების გაწევა უჭირს.
შპს „მექანიზატორის“ მენეჯერის, გია დევდარიანის ინფორმაციით, მათ 12 ტრაქტორი ჰყავთ და ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს ემსახურებიან.
შპს „მექანიზატორის“ ტრაქტორით ერთი ჰა მიწის დახვნა 100 ლარი ღირს. ამას ემატება ტრაქტორის ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯი. მიწის დამუშავების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გია დევდარიანს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 551 21 24 24.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 600 ჰა მიწაა დამუშავებული, აქედან 550 ჰა – დათესილი. სულ ხარაგაულში სახნავ-სათესი ფართობი 3 856 ჰექტარია.
გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 300 ჰა მიწა დამუშავდა.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო