„მე ვარ საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე,წერს სოციალურ ქსელში ბელა სონღულაშვილი, – ბევრი სასულიერო პირიც კი ვერ შემეჯიბრება ღმერთის სიყვარულში!

კატეგორიულად ვაცხადებ:
მე ვრჩები აღდგომას სახლში ჩემი ოჯახით!

მე ვიცნობ ყველა ეპარქიის სასულიერო პირს, მიყვარს ჩემი ყველა თანამშრომელი და მესმის მათი ბრძოლისაც, მაგრამ მე ვარ ექიმიც და უფლება არა მაქვს, თვალი დავხუჭო ამ საშიშროებაზე…

ჩემი მეგობარი იყო ზურა მირიანაშვილიც, რომელმაც თავი შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და მასაც უნდა დავუფასო ბრძოლა და თავდადება…

ჩემები არიან და ვენდობი პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს…

არავითარ შემთხევაში არ გავალ გარეთ ჩემი ოჯახით….ვრჩები სახლში!

ჩემებო, ექიმებო და სასულიერო პირებო, გიფასებთ თავგანწირვას, მიყვარხართ, მინდა დიდხანს ღირსეულად იცოცხლოთ და ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ, როგორც მრევლი, სახლში დავესწრო აღდგომის ღვთისმსახურებას!

მოგიწოდებთ, მხოლოდ სასულიერო პირებმა ჩაატარონ სააღდგომო მსახურებმა ყველა ეკლესია-მონასტერში მრევლის გარეშე, არ დაიკეტოს ეკლესია-მონასტრის კარი!

მე არ მინდა ჩემს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საქართველის ხერხემალია, ვინმემ ჩირქი მოსცხოს…

დავრჩეთ სახლში!
ღმერთს ვებარებოდეთ!“