

„ხუთშაბათს, 16 აპრილს, დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის ხსენების დღეა. ევქარისტიული სადუმლოს ღვთივდადგინების დღე, რომელიც წმიდა ეკლესიამ იმემკვიდრევა დღემდე და უკუნისამდე.
17 აპრილს დიდი პარასკევია, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე, 12 ვნების სახარების კითხვით ეკლესია აცოცხლებს გამომხსნელი ვნების მისტერიას და აღდგომის საიდუმლოსკენ მიუძღვება სამწყსოს.
როგორც უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს, საგანგებო სიტუაციის პირობებში ჩვენს ეკლესიას, – ვსაუბრობ ჩვენს ეპარქიაზე, – არ აქვს უფლება არ დაიცვას ხელისუფლებისაგან დადგენილი უსაფრთხოების ნორმები.
დღეს, არც შიშია გამართლებული და არც რწმენაში მედიდურობა.
დღეს, ვფიქრობ, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გადადგმული ყველა ნაბიჯი გამართლებულია.
ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეპარქიის სამღვდელოება ტიბიკონით დადგენილ ყველა მსახურებას, მათ შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა, სასულიერო პირთა წრეში აღავლენს.
წლევანდელი აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებული იქნება ჩვენს მეხსიერებაში, რადგან თვით სიხარული ნაკლოვანია თქვენს გარეშე, ფიზიკურად ვერ შევძლებთ ერთად ვიზეიმოთ. თუმცა სულიერი ერთობა უფრო აღგვამაღლებს და გვამხნევებს.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის, საღვთო განგებულება გვზრდის სულიერად და გვაწრთობს სიყვარულში“, – წერს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) ამავე ეპარქიის ფეისბუგვერდზე.
ხუთშაბათს 16 აპრილს, დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის ხსენების დღეა. ევქარისტიული სადუმლოს ღვთივდადგინების დღე, რომელიც…
Posted by ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია on Wednesday, April 15, 2020
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული