

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სააღდგომოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს.
ამ მიზნით მერიის სარეზერვო ფონდიდან 8 ათასი ლარი გამოიყო. ეს ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძესგან მოვიპოვეთ.
„მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ხარაგაულში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დავურიგებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ბიუჯეტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პირებისთვის შევიძინეთ, – ამბობს ნანა კიკნაძე.
პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენ ის პირები, ვისაც არც სოციალური დახმარება აქვთ და არც პენსია. ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სააღდგომოდ ვეხმარებოდით (უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, დევნილები, მარტოხელები) ისინიც დაემატნენ, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე გვიკავშირდებიან და ვის შესახებაც მერის წარმომადგენლებმა სოფლებიდან ინფორმაცია მოგვაწოდეს. საკვებ პროდუქტებს 220-230 პირისთვის შევიძენთ.“
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო