

შედგა თუ არა შეთანხმება ეკლესიასთან, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რადგან ის საკარანტინო პერიოდს ემთხვევა, – პრემიერ-მინისტრმა ამ შეკითხვაზე უპასუხა:
ჩვენ ყველა ერთად ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში. ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. კანონი არ და ვერ დაირღვევა. კანონის წინაშე ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, რას და ვის წარმოვადგენთ.
ჩვენ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა. ეს არის რთული პროცესი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვიცნობიერებული პასუხისმგებლობა.
გამოწვევა არის ის, რომ ვიპოვოთ ოქროს ბალანსი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა.
უნდა ველოდოთ თუ არა სააღდგომოდ ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას, გახარიამ უპასუხა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერს, რასაც გვიკარნახებს შექმნილი ვითარება. თუ გამოცხადებული ზომები არ იქნება საკმარისი და იქნება საჭირო დამატებითი ზომები, აუცილებლად მივიღებთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,