

ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
ამ ინფორმაციას ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა-მოლითის 24,620 კმ მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ბლექსი გრუპი“ სოციალური ქსელით ავრცელებს.
პირველ ეტაპზე, მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარი, სისქით 10 სმ, 0+780 კმ-დან 1+100 კმ-მდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
ამ გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული