ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხარაგაულში ადგილობრივი მეწარმეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ, რადგან
ღვინოს, თაფლს, თევზსა და ნამცხვარს თითქმის აღარავინ ყიდულობს. მდგომარეობა უფრო დაუმძიმდათ ავეჯის მწარმოებლებს.
კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ ღვინოს, ძირითადად, სარიტუალო სუფრებისთვის ჰყიდდა. ახლა ყველა რიტუალი აკრძალულია და ღვინის რეალიზაციაც შეჩერდა. კოოპერატივის დამფუძნებელი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ თებერვლიდან ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა უნდა დაეწყოთ და შარშან წარმოებული ხუთი ტონა ციცქა-ცოლიკაური ერთ-ერთ ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ. „მეღვინეობა კიცხის“ მეპაიეებს იმის იმედი აქვთ, რომ ღვინო არ ფუჭდება და პანდემიის დაძლევის შემდეგ მისი რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.
თაფლის მწარმოებელი კოოპერტივი „ვარძია“ პროდუქციას ზესტაფონსა და რუსთავში, სულ რვა მაღაზიაში ჰყიდდა. კოოპერატივის თავმჯდომარე ბადრი ხიჯაკაძე ამბობს, რომ მოსახლეობა პურის ფქვილსა და კვების ძირითად პროდუქტებს იმარაგებს. ამიტომ თაფლის შეძენა ვეღარ შეძლეს.
თვენახევარია, თაფლის რეალიზაცია შეუჩერდა კოოპერატივს „თაფლი მარგებელი.“ კოოპერატივის მეპაიე ზვიად ორჯონიკიძეს კლიენტები აღარ ეხმიანებიან. თუმცა, თაფლი კიდეც რომ უნდოდეს ვინმეს, უტრანსპორტობის გამო ვერ წაიღებს. კოოპერატივმა ყვავილების მტვრის წარმოება დაიწყო და აპრილ-მაისში უნდა გაეყიდათ, მაგრამ ახლა ამისთვის აღარავის სცალიაო, – ამბობს ზვიად ორჯონიკიძე და საფუტკრე მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას აგრძელებს.
სერიოზული პრობლემების წინაშეა საკალმახე „ლომისმთა“. მისი მეპატრონე ზაზა სახვაძე ამბობს, რომ კალმახი გასაყიდად ვერსად მიაქვს. რადგან საკალმახეს ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია, ამიტომ თევზის შეძენის მსურველები საკალმახეში დასაქმებულებს წინასწარ უკავშირდებიან და პროდუქცია განსაზღვრული ადგილიდან მიაქვთ.
ნახევარფაბრიკატებს ამზადებს ინდმეწარმე მარინე გოგია. ზოგჯერ სხვა საჭმელების მომზადებასაც უკვეთავენ. მარინე ამბობს, რომ შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდა. ახალი იდეაც განახორციელა – ფერადი ხინკლების დამზადება დაიწყო და კლიენტებს ამ სიახლეს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობს.
ნამცხვრების შეძენის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად შეუმცირდა ინდმეწარმე მარიამ ხომასურიძეს. წამლები და პური თუ შეიძინა ადამიანმა, ნამცხვარი უკვე ფუფუნებააო, – ამბობს მარიამი.
პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია სრულად შეაჩერა ინდმეწარმე მალხაზ ყრუაშვილმა. ავეჯის დასამზადებლად შეკვეთები ჰქონდა, მაგრამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საწარმოო პროცესი შეწყვიტა. მალხაზ ყრუაშვილი საბანკო ვალდებულებების სამთვიანი გადავადების პროგრამაში ჩაერთო. ამბობს, რომ ეს მისთვის კარგი შეღავათია.
ფოტოზე: საკალმახე „ლომისმთა“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი