ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საბავშვო ბაღებს ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ აშენებს.
ამხანაგობის დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა მშენებლობის პროცესს აზარალებს.
„პრობლემლები გვექმნება გადაადგილებაზე, დასაქმებულების გადაყვანასა და სამშენებლო მასალების შეძენაზე. გაჭირვებით, მაგრამ მშენებლობას მაინც ვაგრძელებთ. ამჟამად სამივე საბავშვო ბაღში საძირკველის მშენებლობის სამუშაოები დავასრულეთ, ახლა კედლებს ვაშენებთ. ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში პირველი სართულის მშენებლობას თითქმის ვამთავრებთ.
სამშენებლო მასალების მარაგები გვეწურება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო მაღაზიები დაიკეტა და სამშენებლო მასალების შეძენას ვეღარ ვახერხებთ. მშენებლობის პროცესი 70%-ით შენელებულია. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, სავარაუდოდ, მშენებლობის პროცესს დროებით შევაჩერებთ.
ეს, რა თქმა უნდა, სამუშაოების დასრულების ვადაზეც იმოქმედებს. ვერტყვიჭალის, საღანძილისა და ქვედა საზანოს საბავშვო ბაღების მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, აგვისტოში უნდა დასრულდეს. თუმცა, მუშაობა თუ შევაჩერეთ, არ ვიცი, ვადებში რამდენად ჩავეტევით“, – ამბობს რუბენ ჩინჩალაძე.
სამივე საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამხანაგობა „იმერეთი და ხურო“ ამ სამუშაოების განხორცილებას 2 182 ათას ლარად გეგმავს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: საღანძილის საბავშვო ბაღის მშენებლობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი