

ხვალიდან, 31 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ცხადდება.
ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
ამასთან ერთად, 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება.
21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს შეეძლებათ.
ხვალ დილის 8 საათიდან სრულად აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც მუნიციპალიტეტებს შორის, ასევე საქალაქო, მათ შორის – თბილისში მეტრო.
ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსებით. ამასთანავე, დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნა – ავტომანქანით შესაძლებელია მხოლოდ სამი ადამიანის მგზავრობა. მათგან ორი უკანა სავარძელზე უნდა მოთავსდეს.
70 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეეზღუდათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ისინი უახლოეს აფთიაქში, სამედიცინო დაწესებულებაში ან სასურსათო მაღაზიაში მიდიან.
იკრძალება სამზე მეტი პირის ერთად შეკრება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა. აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში სავალდებულოა 2-2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი ძალაში 31 მარტის დილის 8 საათიდან შედის.
ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4978 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 ადამიანია.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული