ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის შტაბში მიმდინარეობს საკრებულოს წევრთა შეხვედრა საკრებულოში არჩევით თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დაწყებამდე ტელეფონით დაგვიკავშირდა საკრებულოს წევრი, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ნოდარ ებანოიძე ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარედ მისთვის სასურველი დეპუტატის გაყვანას მაშინ, როცა დეპუტატთა უმრავლესობა მხარს უჭერს სხვა კანდიდატურას.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ბატონ ნოდარ ებანოიძეს შეკითხვით, ხომ არ ახდენს ზეწოლას საკრებულოს წევრებზე.
პარლამენტარმა უარყო მისი მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა საკრებულოს წევრებზე და აღნიშნა, რომ საკრებულოს არც ერთ წევრს ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაკავშირებია.
-არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მკითხოთ, – ხომ არ ვერევი ახლადარჩეული საკრებულოსგან გადაწყვეტილების მიღებაში, – რატომ უნდა დამისვათ ეს შეკითხვა მე? – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
-საკრებულოს წევრები თავისუფლები, დამოუკიდებლებები არიან ხვალინდელი გადაწყვეტილებების მიღებაში, – ვინ შეარჩიონ საკრებულოს თავმჯდომარედ, მის მოადგილედ და ა. შ.?
-როგორ შეიძლება, თავისუფლები არ იყვნენ, როცა კანონით არიან თავისუფლები?! რაში შემეძლო, რომ ჩავრეულიყავი. თქვენ თუ შემეკითხებით, ვთქვათ, ჩავერიე თუ არა კობა ლურსმანაშვილის დასახელებაში გამგებლობის კანდიდატად, – შემიძლია გიპასუხოთ, რომ – არა. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ფაქტი, შემიძლია დაგიდასტუროთ ან უარვყო. ხარაგაულში ჩამოვედი დღეს, ახლა მივდივარ კოალიციის შტაბში, გვინდა ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ, – კოალიციამ „ქართული ოცნება“ როგორ გაანაწილა ზოგადად, როგორი რეკომენდაციები გასცა ზოგიერთ რაიონში. ჩვენ ვართ პარტიული ჯგუფები და ვლაპარაკობთ ერთმანეთში, როგორც ხდება, ზოგადად. ვისაუბრებთ, ვის დაასახელებენ თავმჯდომარედ, ვინ მისცემს ხმას, ვის ფიქრობენ კომისიების თავმჯდომარეებად და ა. შ. ამ შეხვედრაში ვმონაწილეობ, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ჩემ აზრებს გამოვთქვამ. ძალიან მარტივადაა საქმე. ფარული კენჭისყრაა, დააყენონ კანდიდატურა და მისცენ ხმა, როგორც უნდათ. ხომ მარტივი რამეა.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ, 14 ივლისს, 10 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებად განიხილებიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მანანა ბარბაქაძე, პაატა გოგოლაძე და რესპუბლიკური პარტიის წევრი ინგა მაღრაძე.
ლაურა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“