ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“-ის ფსიქოსოციალური მომსახურების სამსახური „კლუბი სინერგია“, რომელიც თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, უფასო კვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობს ემოციური და ქცევითი სირთულეებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს, 14 წლის ზემოთ.

COVID-19 ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, კლუბი ამჟამად დისტანციურ – სატელეფონო და ონლაინ – დახმარებას სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისაც აღენიშნება მაღალი სტრესი და შფოთვა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, უგუნებობა და სხვა პრობლემები.

დისტანციურ ფსიქოსოციალურ კონსულტირებას, პირველ რიგში, მიიღებენ ინფიცირებული და ოფიციალურ კარანტინში მყოფი პირები.

სამუშაო დღეები: ორშაბათი – შაბათი
ჩვენი სამუშაო საათებია: 12:00 – 20:00
დაგვირეკეთ: 599807021 ან 599807024
მოგვწერეთ: clubsynergy.tbilisi@gmail.com
მოგვძებნეთ ფეისბუქზე: Synergy Club