დავინტერესდით, როგორ ცხოვრობენ ხარაგაულელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში და როგორ.
ირინე ჩხეიძე: -ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს თეატრზე. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ჩვენც ონლაინ რეპეტიციები დავიწყოთ. ბევრს ვკითხულობ, უსაქმოდ გაჩერება არ შემიძლია. ალბათ ყველა ფესტივალი და ღონისძიება შემოდგომისთვის გადაიდება. ძალიან მიხარია, რომ თქვენი გაზეთი გამოდის. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. საინტერესო და დატვირთულ კულტურულ ცხოვრებას ხარაგაულში მალე განვაახლებთ.
ალექსანდრა ჭიპაშვილი: -ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. 50 წელია სკოლაში ვასწავლი და მოსწავლეების გარეშე ძალიან გამიჭირდა, მათი ონავრობა და ცელქობა მომენატრა. მოსწავლეებთან სატელეფონო ურთიერთობა მაქვს. თავად ბავშვები დამეხმარენ და თითოეული კლასისთვის ფეისბუქჯგუფი შევქმენი. მოსწავლეებს დავალებებს დისტანციურად ვაძლევ. მივესალმები ონლაინ სწავლებას, მაგრამ ჩვენს პირობებში ვერ მოხერხდება. ახლახან განათლების სამინისტროსგან გამოგზავნილი კითხვარი შევავსე და მოვითხოვე შესაბამისი დახმარება, როგორ ჩავატარო ონლაინ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ პროექტი ცუდი არ იქნება, მაგრამ მოსწავლეს ცოცხალი ურთიერთობა და მოტივაცია საკუთარი მასწავლებლისგან სჭირდება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია თანადგომა. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ მე მათ გვერდით ვარ და ყველაფერს დავძლევთ. კორონავირუსი ვერ მოგვერევა.
თინათინ დავაძე: -უჩვეულოდ ვარ. ჩემი ბიზნესსაქმიანობა შეჩერდა – ვერც მასალას ვყიდულობ და აღარც მყიდველია, მზა პროდუქცია რომ მივაწოდო. მომავალი გეგმებისთვის სოფელში ბებია-ბაბუას სახლს ვალაგებ, ეზოს ვასუფთავებ, ვთესავ. სამყარო ძველ რიტმს დაუბრუნდება და ახალი საქმისთვის მზად ვიქნები. იმედია, საქართველოში ეს ვირუსი მსხვერპლის გარეშე ჩაივლის.
რაიბულ კურტანიძე: -ჩემი შვილი პოლონეთშია სასწავლო პროგრამით და მის გამო ცოტა ვღელავთ. 3 აპრილს ვარშავიდან საქართველოში თვითმფრინავი სპეცრეისს შეასრულებს. გაორებული ვარ – აღარ ვიცი, წამოსვლა ვურჩიო თუ დარჩენა. მოსწავლეებთან ვურთიერთობთ. დავალებებს ვაძლევთ და მერე ისინი დამუშავებულ მასალებს მიგზავნიან.
ალი მურადოვი: -სოფელი დაცლილია, გარეთ არავინ გამოდის. თითქოს სიცოცხლე ჩაქრა. ყანებსა და ნაკვეთებში ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობას ვერიდებით. მე მოლითში დასუფთავების სამსახურის უბნის უფროსი ვარ. ჩვენ საქმეს დილის 6 საათიდან ვიწყებთ. ახლაც მოვიდა ხარაგაულიდან მანქანა და ნაგვის ბუნკერები დაცალა. ეს პრობლემაც დაიძლევა. ამდენი ჭირი გადაიარა ქვეყანამ და ამასაც გავუძლებთ.
ლაშა გურგენიძე: – ახალ რეალობაზე გადავეწყვეთ. ჩვენი კაფე დაიკეტა. ამიტომ საჭმელის შინ მიტანის სერვისი დავნერგეთ. სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე ვზრუნავ. არც ერთ მიწის გოჯს არ დავტოვებ დაუმუშავებელს. სხვებსაც მოვუწოდებ, რომ ასე მოიქცენ. მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდა. ამის ამოქმედებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ამიტომ საკუთარ ბაღ-ვენახებს, ყანებს უნდა მივხედოთ. მე ფუტკარი მყავს და ახლა გაათმაგებულად ვშრომობ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი