

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან, მიღებული ინფორმაციით, გაერთიანებაში შემავალი 19 საბავშვო ბაღისა და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფის 600 აღსაზრდელზე საკვების ის ოდენობა გაიცემა, რაც ერთი თვის განმავლობაში – 1 მარტიდან 1 აპრილამდე – ბავშვებს სკოლამდელ დაწესებულებებში უნდა მიეღოთ.
„საკვები პროდუქტების მომწოდებლებს მოთხოვნა მივაწოდეთ და ველოდებით, როდის შემოიტანენ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამ პროდუქტებს ყველა საბავშვო ბაღში დაფასოებული სახით მივიტანთ, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების გამგეები მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან. კვების პროდუქტები მშობლებმა საბავშვო ბაღებიდან თავად უნდა წაიღონ. პროდუქტების გაცემა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება“.
ფოტოზე: ვარძიის საბავშვო ბაღი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,