2010 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება ბორითის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 2 300 000 ლარი. ამ თანხაში შედის მშენებლობაც და სამედიცინო აპარატურით აღჭურვაც. კლინიკას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ (დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი) მიერ გამოყოფილი გრანტით აშენებს ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“ (დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი).როგორც ბატონმა კარლო ლეკვეიშვილმა ჩვენთან საუბარში ბრძანა, კლინიკა ფუნქციონირებას 2012 წლის იანვრიდან შეუდგება. „ასოციაცია ატუმ“ ბორითში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის აგებამდე, ორი წლის წინ ანალოგიური ტიპის კლინიკა ააგო ურეკში. „ამის შემდეგ ვფიქრობთ ასეთივე კლინიკის აშენებას კახეთში და თიანეთის მხარეს, – ბრძანებს ბატონი კარლო, – კლინიკა აუცილებლად უნდა ყოფილიყო დასახლებულ პუნქტთან ახლოს, რადგან საჭიროებს გარკვეული კომუნიკაციების არსებობას. რიკოთის უღელტეხილიდან ზესტაფონამდე, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, სამედიცინო დაწესებულება არ არსებობს. საგზაო მაგისტრალზე, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ავარიები და უმეტესად, სიკვდილიანობას იწვევს ის, რომ დროულად ვერ ეწევათ დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება. კლინიკა აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, სპეციალური მანქანით – რეანიმობილით. კლინიკაში იმსახურებენ მაღალი დონის პროფესიონალები, იფუნქციონირებს სამაშველო ჯგუფი და მოემსახურება ავტოკატასტროფების შედეგად დაშავებულ ადამიანებს უფასოდ. მათ აღმოუჩენენ პირველად სამედიცინო დახმარებას, გამოკვლევებს და ასევე უფასოდ გადაიყვანენ შესაბამის კლინიკებში. გარდა ასეთი შემთხვევებისა, ბორითის კლინიკა ასევე უფასოდ გაუწევს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას.“ ბორითში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. ჩვენ შეკითხვაზე, ხომ არ შექმნილა რაიმე სახის შეფერხება მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ბატონმა კარლო ლეკვეიშვილმა გვიპასუხა, რომ მშენებლობა არანაირად არ შეფერხებულა და კლინიკა დათქმულ ვადაში, 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან